კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ ანდრეს მესიმ პრიმერა დივიზიონის მე-13 ტურში “ბარსელონასა” და “ლევანტეს” დაპირისპირებაში დუბლით გამოირჩა. (0:4).
გუშინდელ მატჩში ამის გაკეთება არგენტინელმა გოლეადორმა სულ რაღაც 5 წუთში მოახერხა. ეს გოლები მესისთვის 2012 წლის კალენდრით 81-ე და 82-ე აღმოჩნდა, არგენტინელი ფეხბურთელი ამ მაჩვენებლით კიდევ უფრო მიუახლოვდა ერთადერთ რეკორდს კალენდარული წლით.
შეგახსენებთ, რომ რეკორდი მიუხენის “ბაიერნის” ექს-ფორვარდს და გფრ-ს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს გერდ მიულერს ეკუთვნის, რომელმაც 1972 წელს 85 გოლის გატანა მოახერხა.
