არგენტინის ნაკრების თავკაცმა ბუენოს–აირესში გამართულ კონგრესზე ისაუბრა. “ის ფაქტი, რომ ის კაპიტანია დაეხმარა მესის ამ გუნდის ლიდერად ჩამოყალიბებაში” – აღნიშნა მწვრთნელმა.
ალეხანდრო საბელიამ კვლავ ილაპარაკა ლეო მესის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეობაზე: “ამის მტკიცება არ შეიძლება, თუმცა შესაძლოა, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე იყოს“. თავის მხრივ საბელიას არ გასჭირვებია იმის თქმა, რომ “შეუძლებელია “ბარსას” სტილში თამაში. ყველა ერთნაირად თამაშობს, მაგრამ “ბარსელონა” გიქმნის შთაბეჭდილებას, რომ სხვა სპორტის სახეობას უყურებ“.
არგენტინის ნაკრებს 2012 წელს შეხვედრა აღარ ექნება. კონგრესზე საბელიამ აღნიშნა, რომ გუნდის წარმატებულ გამოსვლაში დიდი წილი მესის “ვარსკვლავურ” მოქმედებებს უჭირავს. “მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ლეო უნიკალური მოთამაშეა. ლეო უფრო და უფრო სრულყოფილი ხდება“.
ბოლოს საბელიამ განაცხადა, რომ “იმისთვის, რომ წარმატებებს მიაღწიო ისეთ კოლექტიურ სპორტში, როგორიც ფეხბურთია საჭიროა კარგი გუნდის შექმნა. ყველა მოთამაშე პასუხისმგებელი უნდა იყოს პარტნიორზე, ეს აუცილებელია“.
