“CampNouLive”–ის მეორე და უკანასკენელ ნაწილში ჩავი ერნანდესმა გულშემაკტკივრების დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ესპანელმა ნახევარმცველმა გუნდის ახალ პროექტზე ისაუბრა ტიტო ვილანოვას ხელმძღვანელობით: “მე შესანიშნავი შთაბეჭდილება მაქვს. ტიტო შესანიშნავად მუშაობს. ჩვენ ძალიან გაგვაკვირვა მისმა ინდივიდუალიზმა და პირველობისკენ სწრაფვამ, რასაც ის ჩვენ გადმოგვცემს“. ჩავის გადმოცემის ახალმა მწვრთნელმა “მცირე ცვლილებები შეიტანა ტაქტიკურ და ტექნიკურ საკითხებში. სავარჯიშო პროცესი პრაქტიკულად იგივე დარჩა. თითქმის ყველა იგივე ადამიანი დარჩა, პეპის გარდა. ამიტომაც ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ” – დაამატა ნახევარმცველმა.
ჩავის აზრით გუნდმა სამივე ტურნირზე ბრძოლა დიდებულად დაიწყო: “ჩვენ შესანიშნავ ფორმაში ვართ. ჩვენ შევძელით ჩემპიონთა ლიგაში და პრიმერაში კარგი სტარტის აღება. ასევე კარგად ვთამაშობთ ესპანეთის თასზე… შთაბეჭდილებები საუკეთესოა“. აქვე მან გააგრძელა: “ბოლოს შენ შეიძლება გაიმარჯვო ან წააგო, თუმცა ახლა ჩვენ კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ. ჩვენ სიამოვნებას ვიღებთ ტიტოს ამ ეტაპით და მთავარი მიზნების მიღწევის იმედი გვაქვს“.
