მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მილანმა” ტელიოს დაუმიზნა

“მილანმა” ტელიოს დაუმიზნა

იტალიური “მილანის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელით კრისტიან ტელიოთი დაინტერესდა. იტყობინება ესპანური პრესა. 

 

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელი მოლაპარაკებებს აწარმოებს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. მაგრამ “როსონერი” დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი არ შეუშლის ტრანსფერის განხორციელებას და ტელიოს იტალიაში გადმოყვანას ხელს. იტალიური გრანდის ხელმძღვანელობა მზად არის გარკვეული ვარიანტებიც განიხილოს, რათა ფეხბურთელი გუნდში გადმოიყვანონ. “მილანს” სურს, რომ ფეხბურთელი არენდის წესების თანახმად შეიძინოს ხოლო შემდგომ გამოსყიდვაზეც დაიწყოს ფიქრი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში