მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტოს “ბარსა” – გოლების გამტანი მანქანა ლა ლიგაში

ტიტოს “ბარსა” – გოლების გამტანი მანქანა ლა ლიგაში

 

ტიტო ვილანოვას გუნდს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 39 გოლი აქვს გატანილი, ამაზე უკეთესი მაჩვენებელი 1950/51 სეზონში ფერნანდო დაუჩიკის გუნდს აქვს ნაჩვენები, რომელმაც 42 გოლი გაიტანა. 12 შეხვედრაში 39 გოლი ჰქონდა ასევე გატანილი 1959/60 წლის სეზონში ელენიო ერერას გუნდს.

 

ლეო მესი – გოლების მანქანა

 

ლეო მესის, რომელიც პრიმერას ბომბარდირთა ცხრილს 17 გატანილი გოლით ლიდერობს ლა ლიგის 12 გუნდზე მეტი გოლი აქვს გატანილი. “ბარსამ” 2012/13 წლის სეზონი შესანიშნავად დაიწყო, აიღო 36 შესაძლო ქულიდან 34, გაიტანა 12 შეხვედრაში 39 გოლი (საშუალოდ 3.25 მატჩში), 7–ით მეტი, ვიდრე მეორე საუკეთესო გამტანმა გუნდმა, მადრიდის “რეალმა”.

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში