მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აუდის ახალი ავტომობილები პირველი გუნდის წევრებისათვის

აუდის ახალი ავტომობილები პირველი გუნდის წევრებისათვის

პრეზენტაციაზე მოთამაშეებმა ბავშვებთან ერთად იმუშავეს და აუდი-ს მიერ ჩატარებულ საგზაო უსაფრთხოების გაკვეთილზეც მიიღეს მონაწილეობა. 

 

აუდი უკვე შვიდი წელია კატალონიის “ბარსელონას” სპონსორია. ფირმამ გუშინ 2012/2013 წლის სეზონისთვის ფეხბურთელების ახალი ავტომობილები წარმოადგინა. პრეზენტაცია ლა მასიაში გაიმართა სადაც ბარსას ფეხბურთელები 25 ბავშვს შეუერთდნენ, რომლებიც პრეზენტაციის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდნენ. მოთამაშეებმა და ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს აუდის საგზაო უსაფრთხოების გაკვეთილზეც. 

 

საგზაო უსაფთხოება 

 

ბარსას ფეხბურთელები სამ ჯგუფად დაიყო, რომლებთაც თან ახლდათ ბავშვები ისინი მათ სხვადასხვა საქმიანობაში ეხმარებოდნენ საგზაო უსაფრთხოებისათვის. შემდეგ ბავშვები თეორიის კლასიდან სათამაშო ელექტრომანქნების გარემოცვასი აღმოჩნდნენ და ისინი წრიულად მოძრაობდნენ ავტომობილებით. ბარსას ფეხბურთელები კი მათთან ერთად იყვნენ და ეხმარებოდნენ ზოგიერთი უფრო რთულ პროცედურებში. 

 

ავტომობილები უფროსებს 

 

მოთამაშეებმა ჩაიბარეს და საჭესთან პირველად აღმოჩნდნენ საკუთარი ახალი Audi A3-ებით. მაგრამ არამარტო ისინი მათ გამოცდილების მისაღებად ბავშვებიც შეუერთდნენ. 

 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტები: ხოსეპ მარია ბართომეუ და ხორდი კარდონერი, ასევე Audi España-ს დირექტორი მანუელ კაბალიერო და Volkswagen-Audi España SA-ს დირექტორი ლუდჯერ ფრეტზენი. 

 

ეს იყო ავტომობილების პრეზენტაცია, რომელსაც ბართომეუმ და კაბალიერომ უხელმძღვანელეს მათ განაცხადეს, რომ ამაყნი არიან რადგან პარტნიორები არიან 7 წლის განმავლობაში. მანუელ კაბალიერომ და ლუდჯერ ფრეტზენმა საჩუქრად “ბარსელონას” მაისურებიც მიიღეს. 

 

ღონისძიებაზე გუნდის მოთამაშეებსა და ტიტო ვილანოვას 26 ავტომობილი გადაეცა.

 

                                    [media=http://www.youtube.com/watch?v=1Uw1fM4E1ko]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში