მოსკოვის “სპარტაკმა” დღეს მორიგი მოსამზადებელი ვარჯიში ჩაატარა, 20 ნოემბერს გასამართი ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩის წინ “ბარსელონას” წინააღმდეგ.
გუნდის შემადგენლობაში უკვე დაბრუნდა და მწვრთნელის განკარგულებაშია შემტევი ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე, რომელიც საქართველოდან დაბრუნდა მოსკოვში. შეგახსენებთ, რომ ანანიძე სამშობლოში მამის გარდაცვალების გამო იყო დაბრუნებული. დღეს ჯანომ გუნდთან ერთად ვარჯიში ჩაატარა.
გუნდთან ერთად ასევე იმყოფებოდა ვლადიმერ ობუხოვიც, რომელმაც ინდივიდუალური დატვირთვით ივარჯიშა. ფეხბურთელს ფეხის კუნთის მცირე დაჭიმულობა აწუხებს.
მოსკოველების ვარჯიშს ასევე თვალყური ადევნა გუნდის ახალწვეულმა მადჯიდ უორისმაც. შვედეთში ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ, სადაც ხსენებული ფეხბურთელი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს “სპარტაკის” ახალწვეულია. განის ნაკრების ფეხბურთელი ამჟამად შვებულებაშია, ის მოსკოვში ბაზის დასათვალიერებლად ჩამოვიდა.
