მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა, ხოსე მანუელ ხურადომ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში “ბარსელონას” წინააღმდეგ მოახლოვებულ საშინაო შეხვედრას მოუთმენლად ელის.
“ბარსელონა” მნიშვნელოვნად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც გუნდი ტიტო ვილანოვამ ჩაიბარა. ამ გუნდში დღემდე ასპარეზობენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები, რომელთა დამარცხება კი საკმაოდ რთული იქნება.
რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით გავიმარჯვოთ მაგრამ ფაქტია, რომ ეს ძალიან რთული იქნება. ეს ხომ პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. “ბარსელონა” ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებს.
თუმცა, ჩვენც კარგი ფეხბურთელები გვყავს და ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ კარგი ფორმის დემონსტრირებას ვახდენთ.” – დაასრულა ხურადომ.
