ტიტო ვილანოვამ პირველი ვარჯიში ჩაატარა რუსეთში, სადაც ფეხბურთელებს მოედნის გასინჯვის საშუალება მიეცათ. მომზადება ხვალინდელი მატჩის წინ ყინვაში მიმდინარეობდა.
მოსკოვის “სპარტაკთან” გასამართი შეხვედრის წინ პირველი გუნდის ფეხბურთელებმა “ლუჟნიკების” სტადიონზე ივარჯიშეს. მათ შეხვედრის წინ პირველი რეპეტიცია გაიარეს ხელოვნურ საფარზე, რომელზეც სეზონის მიმდინარეობისას გუნდს თამაში არ უწევს.
დაბალი ტემპერატურა
განაცხადში მყოფი 21 ფეხბურთელი და სამწვრთნელი შტაბის წევრები ადგილობრივი დროით 18 საათზე სტადიონზე გავიდნენ. ისინი სიცივის წინააღმდეგ კარგად შეიარაღებულები იყვნენ. ვარჯიშის დაწყების წინ ტემპერატურა +1 გრადუსი იყო, ხოლო დასრულების დროს –2 გრადუსი.
სურათები:

