მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: “ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე რაც შეიძლება სწრაფად გასვლაა”

სუბისარეტა: “ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე რაც შეიძლება სწრაფად გასვლაა”

 

“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ ამჟამად გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე რაც შეიძლება სწრაფად გასვლაა.

 

მოსკოვში გაფრენის წინ ანდონიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა: “ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე რაც შეიძლება სწრაფად გასვლაა. ჩვენ სამშაბათს უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ ამას გლაზგოში ვერ მივაღწიეთ, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მოსკოვში შევძლებთ. ჩვენ ვიცით, თუ როგორ გაგვიჭირდება, რადგან “სპარტაკს” დასაკარგი არაფერი აქვს“. “ბლაუგრანას” სპორტულმა დირექტორმა ასევე მოედნის საფარზეც ისაუბრა: “ბევრ მოთამაშეს უკვე ჩატარებული აქვს შეხვედრა ხელოვნურ საფარზე, როცა ასაკობრივ გუნდებში იყვნენ. ამას გარდა ლაპარაკით ჩვენ ვერაფერს შევცვლით“.

 

ბარტრას ტრავმა

 

მარკ ბარტრას ტრავმაზე სუბისარეტამ განაცხადა: “მარკი ვერ ითამაშებს მოსკოვში, თუმცა მის ადგილს სხვა დაიკავებს. გამოჯანმრთელდნენ პიკე და პუიოლი, ასევე გვყავს მასკერანო და სონგი, ორივე მათგანს ამ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ. ჩვენ ვიცით, რომ ერთი კონკრეტული შეხვედრისთვის ყველა ფეხბურთელი მწყობრში ვერ გვეყოლება“. ანდონიმ დაამატა: “მე ვფიქრობ, რომ პუიოლი “სარაგოსასთან” კარგად გამოიყურებოდა. ეს ტრავმის შემდეგ მისი პირველი შეხვედრა იყო. დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესირებას გააგრძელებს“.

 

ლეო მესის შესახებ სუბიმ განაცხადა: “ის პირადი რეკორდებისთვის არ თამაშობს. მისი სურვილი გუნდთან ერთად გამარჯვება და გუნდურ მუშაობაში საკუთარი წვლილის შეტანა“. “სპარტაკთან” გასამართ შეხვედრაზე დასმულ შეკითხვაზე მან უპასუხა: “ვიმედოვნებთ, რომ მოსკოვში ისეთი სითბო იქნება, როგორიც შესაძლებელი იქნება ამ დროს. მიუხედავად ამისა დარწმუნებული ვარ, რომ სიცივე იქნება!“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში