მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა, დიმიტრი კომბაროვმა საკუთარი აზრი გაგვიზიარა, თუ როგორ უნდა შეაჩეროს მისმა გუნდმა “ბარსელონას” თავდამსხმელი, ლეო მესი.
“ჩვემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინირებულად უნდა ვითამაშოთ უკან, დავეხმაროთ ერთმანეთს, დავაზღვიოთ თანაგუნდელები. მესი ყველგან თამაშობს, ერთ მომენტში ის ერთ პოზიციაზეა, ხოლო 10 წამის შემდეგ სხვა პოზიციაზე აღმოჩნდება. პერსონალურად მასზე დევნა ძალიან რთულია, აზრი არა აქვს. მთავარია თავად გუნდმა ითამაშოს დისციპლინირებულად” – განაცხადა დიმიტრი კომბაროვმა.
