მოსკოვის “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ “ბარსელონას” თამაშის ანალიზის განსაკუთრებული ყურადღება ჩავი ერნანდესის როლს დაუთმო.
“კატალონიური გუნდის საუკეთესო მცველი ჩავი ერნანდესია. ის იჭერს და იცავს ბურთს ისე, როგორც სხვა არავინ. როდესაც ბურთი გიჭირავს მეტოქეს მხოლოდ ყურება და სირბილი შეუძლია. გუნდი თავს კარგად იცავს, როცა ბურთი უკავია. ამგვარად “ბარსელონას” საუკეთესო მცველი ჩავი ერნანდესია” – განაცხადა უნაი ემერიმ.
უნაი ემერის გუნდი “ბარსელონას” ხვალ შეხვდება, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდება ჩავი ერნანდესის “დაცვითი” ფუნქციები.
