მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო: “ესპანეთის ნაკრები და “ბარსელონა” საკუთარი თამაშის მსხვერპლები არიან”

პედრო: “ესპანეთის ნაკრები და “ბარსელონა” საკუთარი თამაშის მსხვერპლები არიან”

 

“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა განაცხადა, რომ ორივე გუნდის გულშემატკივრები მათგან არა მხოლოდ კარგ შედეგს, არამედ ლამაზ თამაშს ელიან.

 

ფეხბურთელი აცხადებს, რომ ყოველ ჯერზე თამაში მეტოქეებთან უფრო რთულდება, რადგან “ბარსელონა” და ესპანეთის ნაკრები ყველაზე გამაღიზიანებელი გუნდები არიან მოწინააღმდეგეებისთვის.

 

“ესპანეთის ნაკრები და “ბარსელონა” საკუთარი სათამაშო სტილის მსხვერპლები არიან. ადამიანები შეეგუენ იმ აზრს, რომ ჩვენ მუდმივად უნდა გავიმარჯვოთ. ამათანავე ჩვენს გამარჯვებებს ლამაზი თამაშის თანხლებით ელიან. ეს ძალიან რთული დავალებაა, რომელიც ყოველ ჯერზე უფრო რთულდება. საქმე ისაა, რომ ყველა გუნდს ჰყავს კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელები. ყველა მატჩი ცალკე სამყაროა” – განაცხადა პედრო როდრიგესმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში