მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ემენიკე: “ბარსელონასთან” მატჩში ვალდებულნი ვიქნებით საკუთარი შანსები გამოვიყენოთ”

ემენიკე: “ბარსელონასთან” მატჩში ვალდებულნი ვიქნებით საკუთარი შანსები გამოვიყენოთ”

მოსკოვის “სპარტაკის” თავდამსხმელმა ემანუელ ემენიკემ რუსეთის ჩემპიონატში “ვოლგასთან” მატჩის შემდეგ (1:1), ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში “ბარსელონასთან” მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა და დასმულ კითხვებს უპასუხა.

 

– ჰქონდა თუ არა მნიშვნელობა ამ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” მატჩის წინ ? 

 

– რა თქმა უნდა “ბარსელონა” – დიდებული გუნდია, მასზე ფიქრი ძალიან რთულია, მაგრამ “ვოლგასთან” მატჩთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

– კონტრშეტევებზე თამაში – გეგმის ნაწილია თუ საჭირო ღონისძიება ? 

 

– რა თქმა უნდა ორივე. როცა ჩვენ ვხვდებით, რომ მეტოქე დიდი ძალებით გეგმავს შეტევაზე გადმოსვლას, ჩვენ კონტრშეტევებზე ვიწყებთ ფიქრს. ეს საკმაოდ ძლიერი იარაღია, რომლის გამოყენებაც უნდა ვიცოდეთ. 

 

– სამშაბათს იქნება თუ არა ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ? 

 

– დიახ რა თქმა უნდა. ბურთის ფლობა “ბარსელონას” ხელში იქნება. და ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით ჩვენი შანსები გამოვიყენოთ. – დაასრულა ფეხბურთელმა. 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში