მოსკოვის “სპარტაკის” მთავარ მწვრთნელს, უნაი ემერის სჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონასთან” გამარჯვებას მიაღწევს. იტყობინება ესპანური პრესა.
ბასკმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ სურს მისმა შეგირდებმა კარგი და ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშოს.
“მე მითხრეს, რომ ჩვენ მატჩს “ბარსელონას” წინააღმდეგ დაახლოებით 70 000 გულშემატკივარი დაესწრება. რა თქმა უნდა მათ ყურადღების ცენტრშია ისეთი, ფეხბურთელები როგორიცაა ჩავი ინიესტა და მესი. ცხადია, რომ ხალხს სურს ნახოს ისინი საქმეში. რაც შეეხება მოედნის საფარს, ის იდეალურ მდგომარეობაშია და არანაირ პრობლემებს არ შეუქმნის მეტოქის ფეხბურთელებს, პირიქით ასეთი ტექნიკური ფეხბურთელებისთვის ასეთი პირობები უმჯობესია. რაც შეგვეხება ჩვენ, ვიმედოვნებთ, რომ გავიმარჯვებთ და გვსურს, რომ ამ შედეგს კარგი და ლამაზი ფეხბურთის ფონზე მივაღწიოთ.” – დაასრულა ემერიმ.
