მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი: “მოხარული ვარ დაბრუნებით და გამარჯვებით”

პუიოლი: “მოხარული ვარ დაბრუნებით და გამარჯვებით”

 

კარლეს პუიოლმა “ბარსა ტვ”–ში გადაცემა “El Marcador”–ში ისაუბრა “სარაგოსასთან” მატჩში მოედანზე დაბრუნებაზე: “მოხარული ვარ დაბრუნებით და გამარჯვებით. მოხარული ვარ, რომ – სათამაშო რითმს ვუბრუნდები” – განაცხადა ცენტრალურმა მცველმა. პუიოლმა ასევე ტრავმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იდაყვის ტრავმა ყველაზე რთული იყო მის კარიერაში: “ეს ყველაზე რთული დაზიანება იყო. არ მეგონა, თუკი ასეთი რთული იქნებოდა. ერთადერთი სასიხარულო ხელის ტრავმაში ისაა, რომ ფიზიკური ვარჯიშების დაწყება სწრაფად შეგიძლია. მე ახლა ფორმის და სიძლიერის აღდგენა მჭირდება“.

 

“ბარსას” მცველმა აღიარა, რომ მან კრიტიკა მიიღო იმ ნახტომის გამო, რის შემდეგაც მან ხელის ტრავმა მიიღო, თუმცა ამბობს, რომ იგივე ვითარებაში იმავე გადაწყვეტილებას მიიღებს: “შენ არ შეგიძლია იმაზე ფიქრი, თუ რა მოხდა წარსულში. თუკი მე შეტევაში ჩაწოდებებზე წინ არ წავალ, მაშინ სპორტიდან უნდა წავიდე. მე ყოველთვის ვცდილობ გუნდის დახმარებას, ის უიღბლო მომენტი იყო“. საბოლოოდ კი პუიოლი მაინც დროზე ადრე დაბრუნდა: “მე რა ვაქცევ ყურადღებას იმას, თუ რა დროში დაბრუნებას მიწინასწარმეტყველებენ. ვცდილობ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე“.

 

მოხარულია გუნდის თამაშით

 

პუიოლმა განაცხადა, რომ გუნდის სტარტით ძალიან მოხარულია: “ეს წარმოუდგენელია და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ თავს მოდუნების საშუალება არ უნდა მივცეთ“. კარლესმა აღნიშნა, რომ გუნდს განსაკუთრებით დაცვის ხაზი აქვს გასაძლიერებელი: “თამაშის ეს ასპექტი უნდა გავაძლიეროთ და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მეტოქემ მოულოდნელი გოლი გაგვიტანა, მე დაფარებას ვცდილობდი, თუმცა ბურთი ფეხის ქვეშ გამიძვრა“.

 

მცირე გაუგებრობა შეცვლის დროს

 

გასულ მატჩში კაპიტანი 75–ე წუთზე მარკ ბარტრამ შეცვალა. მან განაცხადა, რომ შეცვლა მოულოდნელი იყო, თუმცა მან ეს ვითარება ახსნა: “ჟორდი ალბას ვუთხარი, რომ სათადარიგო სკამისთვის ეთქვა ვინმეს გახურება დაეწყო, რადგან ცოტათი დავიღალე. თუმცა რამდენიმე წუთში მე დავინახე, რომ მე მცვლიდნენ, ამ დროს ცოტათი გაკვირვებული დავრჩი“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში