კატალონიის “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში მოსკოვის “სპარტაკთან” მატჩის წინ განაცხადა, რომ კატალონიელები არ ნერვიულობენ და მზად არიან “ლუჟნიკების” ხელოვნურ საფარზე სათამაშოდ.
“მოსკოვში ჩასვლისას ჩვენ აუცილებლად შევამოწმებთ მოედანს და საფარს. თუმცა ჩვენ ეს მნიშვნელოვნად არ გვაწუხებს, ჩვენი გუნდის ყველა მოთამაშეს უკვე უთამაშია ასეთ პირობებში და უცხო ნამდვილად არ არის.” – განაცხადა სუბისარეტამ მოსკოვში გაფრენის წინ.
აქვე შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა მოსკოვში 21 ფეხბურთელით გაემგზავრა.


