“სარაგოსასთან” შეხვედრაში “ბარსელონას” დაცვის ცენტრში ხერარდ პიკე და კარლეს პუიოლი ასპარეზობდნენ. ორი ცენტრალური მცველი, რომლებიც ტრავმების გამო გუნდს ვერ ეხმარებოდნენ მიმდინარე სეზონში მოედანზე ერთად 2–ჯერ გავიდნენ. მათი პოზიციის დასაფარად ტიტო ვილანოვამ ხავიერ მასკერანო, ალექს სონგი, მარკ ბარტრა, ადრიანო კორეი და სერხიო ბუსკეტსი გამოიყენა.
როცა პიკე და პუიოლი თამაშობენ “ბარსა” იგებს
მიმდინარე სეზონში “ბარსელონამ” სამივე შეხვედრაში იმარჯვა, სადაც პიკე და პუიოლი თამაშობდნენ. პირველი მატჩი 26 აგვისტოს, “ოსასუნასა” და “ბარსელონას” შორის ჩატარდა, სადაც კატალონიელებმა 1:2 იმარჯვეს. მათი თამაშის დრომ გუნდმა “ალფონსო პერეს კოლისეუმზე” ასევე გაიმარჯვა “ხეტაფესთან”. ზუსტად იმ შეხვედრაში დაშავდა კარლეს პუიოლი, თუმცა ამის შემდეგ კაპიტანმა კიდევ ერთხელ მოასწრო გამოჯანმრთელება და კვლავ დაზიანება.



