მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატის ახალი რეკორდი დაამყარა

“ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატის ახალი რეკორდი დაამყარა

საფეხბურთო კლუბმა “ბარსელონამ” ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ახალი რეკორდი დაამყარა. გუშინდელ მატჩში “სარაგოსასთან” ჩემპიონატის მე-12 ტურში გამარჯვება გუნდისთვის მე-11 აღმოჩნდა 12 ჩატარებულ შეხვედრაში. ეს შედეგი ტურნირის ისტორიაში საუკეთესო სტარტად ითვლება. 

 

წინა საუკეთესო მაჩვენებელი, მადრიდის “რეალის” მიერ იქნა დამყარებული 1968/1969 წლების სეზონში. იმ დროს სამეფო კლუბმა 11 შეხვედრაში შესძლო 10-ჯერ გამარჯვება. იგივე მიღწევის განმეორება მადრიდელებმა კიდევ ერთხელ შესძლეს 1991/1992 წლების სეზონში. თუმცა ამჯერად ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი გუშინ შეიცვალა , ახლა საუკეთესო სტარტის ავტორი “ბარსელონაა”. 

 

შემდეგ ტურში კატალონიური კლუბი სტუმრად “ლევანტეს” დაუპირისპირდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში