კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ ანდრეს მესიმ გუშინ, პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურში “სარაგოსას” წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა (3:1).
არგენტინელ ვარსკვლავს 2012 წლის კალენდარში 78 გოლი დაუგროვდა. მან გუშინდელ მატჩში 77-ე და 78-ე გოლები გაიტანა. მესი უფრო და უფრო უახლოვდება ერთადერთ და განუმეორებელ რეკორდს. ცოტა ხნის წინ მან პელეს რეკორდიც მოხსნა.
ერთადერთი და განუმეორებელი რეკორდი, კი მიუხენის “ბაიერნის” ექს-ფეხბურთელს გერდ მიულერს ეკუთვნის, რომელმაც 1972 წელს ჯამში 85 გოლი გაიტანა, კლუბში და გფრ-ს შემადგენლობაში. მესის რეკორდის მოსახსნელად 7 გოლი მართებს, ფეხბურთელს მიმდინარე წელს კიდევ რამდენიმე მატჩის ჩატარება დარჩა.
