მოსკოვის “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ საკუთარი აზრი გაგვიზიარა ჩემპიონთა ლიგაში “ბარსელონასთან” გასამართი შეხვედრის შესახებ. მწვრთნელი არ აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ 14 შეხვედრაში ვერცერთხელ ვერ მოახერხა კატალონიელთა დამარცხება.
“ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება, თუმცა ამისთვის საკუთარი თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ და “ბარსელონას” სისუსტეები უნდა გამოვიყენოთ. როგორც წესი ისინი სისუსტეებს იშვიათად ავლენენ. დიახ, მე არასდროს დამიმარცხები “ბარსელონა”, მაგრამ მათთან ბევრი მარცხდება. ამაზე დიდად არ ვღელავ, რადგან ჩემს მსაგსავად “ბარსასთან” ჭიდილში ბევრი მწვრთნელი დამარცხებულა.
რაც შეეხება საუბრებს იმის შესახებ, რომ ჩვენ შეიძლება გენერალი ზამთარი დაგვეხმაროს… ჩვენ იმის იმედად არ უნდა ვიყოთ, რომ ამინდის მდგომარეობის მიხედვით გვექნება მეტი შანსი. სტუმრად ესპანეთში კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, თუმცა მაშინ ყველაფერი მესიმ გადაწყვიტა. ის მატჩი უნდა გავიმეოროთ, რაც სტუმრად ვაჩვენეთ, მაგრამ ამავდროულად დაცვაში უკეთ ვითამაშოთ. თუკი ამას შევძლებთ, მაშინ მოგებასთან ახლოს ვიქნებით.
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლის მცირე შანსი გვაქვს, ამიტომაც პირველ რიგში ჩვენი სიამაყისთვის ვიბრძოლებთ. მესამე ადგილის დაკავება უფრო რეალურია, ვიდრე მეორე ადგილის დაკავების, თუმცა ბრძოლაზე უარს არ ვიტყვით” – დაასრულა ემერიმ.
