workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იგნაშევიჩი “ბარსელონასა” და “რეალზე” საუბრობს

იგნაშევიჩი “ბარსელონასა” და “რეალზე” საუბრობს

 

მოსკოვის “ცსკა”–ს და რუსეთის ნაკრების მცველმა, სერგეი იგნაშევიჩმა საკუთარ ოფიციალურ საიტზე “ბარსელონასა” და “რეალზე” ისაუბრა. მან ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუზეც გააკეთა კომენტარი.

 

“მე “ბარსას” და მესის ვქომაგობ. ისინი არა მხოლოდ ფეხბურთელები, არამედ შემოქმედი ფეხბურთელები არიან. ისინი სურათებს ხატავენ. “რეალის” მიზნები ბოლო წლებში უფრო მარტივია: “ბარსას” დონის მიღწევა. ჩემი აზრით ეს მანამ არ მოხდება, სანამ კატალონიელთა თაობა ითამაშებს” – განაცხადა იგნაშევიჩმა.

 

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონა” დამაჯერებლად ლიდერობს. მესამე ადგილზე მყოფი მადრიდის “რეალი” კატალონიელებს 8 ქულით ჩამორჩება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward