“ბარსელონას” მცველმა, დანი ალვესმა საინტერესო აზრი გამოხატა კატალონიური გუნდის ყოფილ მთავარ მწვთნელზე, პეპ გვარდიოლაზე. ბრაზილიელი არ გამორიცხავს იმას, რომ გვარდიოლა შეგირდების გამო წავიდა.
“მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გვარდიოლამ “ბარსელონა” იმ მოტივით დატოვა, რომ ჩვენ მოედანზე შესატყვისს ფეხბურთს არ ვაჩვენებდით. ჩვენ მწვრთნელის ასეთი გადაწყვეტილების გამო პასუხისმგებლობას ვიღებთ. პეპმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მაშინ გვამცნო, როცა მიხვდა, რომ მოვლენების ასეთი განვითარება გარდაუვალი იყო. ეს გადაწყვეტილება მართალი და გულწრფელი იყო. ჩვენთვის ამ ინფორმაციის გადახარშვა რთული იყო. როდესაც ასეთ ინფორმაციას იღებ, მაშინ სხვა ყველაფერი შენთვის უმნიშვნელო ხდება” – განაცხადა დანი ალვესმა.
