კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მზად არის გაახანგრძლივოს კონტრაქტი გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელთან ჩავი ერნანდესთან. იტყობინება El Mundo Deportivo.
ჩავის მოქმედი კონტრაქტი “ბლაუგრანასთან” 2014 წლამდეა ძალაში თუმცა კატალონიელთა ხელმძღვანელობა მზად არის კონტრაქტი 2 წლით ადრე კიდევ გაახანგრძლივონ გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან.
ესპანური პრესის ინფორმაციით “ბარსელონას” წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ჩავის აგენტთან, ივან კორრეტხასთან. წყარო ასევე იტყოიბინება, რომ გუნდი ჩავისთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
