მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: “მესი ნომერ პირველია”

ინიესტა: “მესი ნომერ პირველია”

 

“მესი მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელია” – განაცხადა ანდრეს ინიესტამ დღეს დილით. “ის უნიკალური და გადამწყვეტია, ამიტომაც ამხობს ის რეკორდებს. “ბარსაში” ადამიანებს ის ახარებთ, რომ მას წინ დიდი კარიერა ელის” – განაცხადა ინიესტამ არგენტინელ თანაგუნდელზე, რომელმაც “მალიორკას” კარში გატანილი 2 გოლის შემდეგ პელეს რეკორდი დაამხო.

 

მოხარულია ახალგაზრდული სისტემით

 

ესპანელმა ნახევარმცველმა, რომელიც დღეს ნაკრებს შეუერთდება და ოთხშაბათს პანამასთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას განაცხადა, რომ “იღბლიანია“, რადგან ისე კლუბში მოხვდა, როგორიც “ბარსელონაა”, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს აყალიბებს და პირველ გუნდში აწინაურებს. “როცა ახალგაზრდულ სისტემას არ ენდობიან ფეხბურთელებს პირველ გუნდში შანსი არ ეძლევათ. პირველ გუნდში მე მაშინ დამიძახეს, როცა მწვრთნელი ვან გაალი იყო და გუნდი რთულ პერიოდს გადიოდა. სასიხარულოა, რომ “მალიორკასთან” მატჩის დასასრულს მოედანზე 9 კანტერანო იმყოფებოდა“.

 

“ბარსას” ნახევარმცველმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის უჩვეულოა შეხვედრისთვის თვალის სათადარიგო სკამიდან დევნება, როგორც ეს “მალიორკასთან” მატჩში მოხდა: “შენ არასდროს იცი, თუ როდის მოგიწევს სათადარიგო სკამზე დარჩენა, თუმცა ჩემთვის თამაშისთვის თვალის ასე დევნება ნამდვილად უჩვეულოა“. მიმდინარე სეზონში ინიესტა 9 შეხვედრაში მოგვევლინა ძირითად შემადგენლობაში. სათადარიგოდან თამაშში ის 3–ჯერ ჩაერთო. 2 შემთხვევაში ის ბოლომდე სათადარიგოზე დარჩა, 4 მატჩი კი ტრავმის გამო გამოტოვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში