მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მალიორკა” – “ბარსელონა”. ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

“მალიორკა” – “ბარსელონა”. ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

 

ლეო მესის დუბლის წყალობით, ასევე ჩავის და ტელიოს გოლებით “ბარსელონას” 3 ქულა მოაქვს “მალიორკადან”. შესვენებაზე 3 ბურთიანი უპირატესობით გასვლის შემდეგ კატალონიელებმა მეტოქეს სხვაობის მინიმუმამდე დაყვანის საშუალება მისცეს. შეხვედრის მნიშვნელოვანი და ბოლო გოლი ლეო მესიმ გაიტანა – 2:4. მატჩის შემდეგ პრეს–კონფერენციაზე ტიტო ვილანოვამ აღნიშნა, რომ “ახლა გუნდს მინიმალური შეცდომაც კი გოლად უჯდება“.

 

ასევე მწვრთნელმა აღნიშნა, რომ “მცირე მომენტებით მეტოქეები ბევრ გოლს იტანენ, თუმცა გუნდს შეუძლია ამაზე რეაგირება გატანილი გოლებით. ძალიან მცირე შეცდომაც კი ჩვენს კარში გატანილი გოლით სრულდება. ასეთ შეხვედრაში ერთი გოლის გაშვება შეიძლებოდა, თუმცა არა ორის“.

 

მესის ახალი რეკორდი

 

კვირას გატანილი 2 გოლის შემდეგ ლეო მესის 2012 წელს 76 გოლი დაუგროვდა. ამგვარად მან პელეს გაასწრო, რომელმაც 1958 წელს 75 გოლი გაიტანა. “ლეო მუდმივად ამხობს რეკორდებს. გოლების ის რაოდენობა, რასაც ის 1 წელში იტანს სხვა დიდებულ მოთამაშეებს 7–8 სეზონის განმავლობაში გააქვთ. ასევე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე გოლი ძალიან ლამაზი შესრულებულია” – აღნიშნა მწვრთნელმა.

 

ვილანოვამ ასევე კრისტიან ტელიო შეაქო, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა: “ჩვენ მისი შესაძლებლობები ვიცით. მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ბოლო დროს ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონია. ვფიქრობ, რომ დაცვის მხრივ ტელიო უფრო უკეთესი გახდა. ყოველდღიურად ის უფრო სრულყოფილი მოთამაშე ხდება“. ტიტომ ხერარდ პიკეზეც გააკეთა კომენტარი: “ჩვენთვის ყოველთვის სასიხარულოა, როცა მას 90 წუთის თამაში შეუძლია. მასთან ერთად გუნდი თავს ძალიან მშვიდად გრძნობს. ის ჩვენ ძალიან ბევრს გვაძლევს“.

 

“გვსურს ბურთის მუდმივად კონტროლი და შეტევა”

 

ტიტო ვილანოვამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “ბარსა” საკუთარ სტილს არ უღალატებს: “ჩვენ გვიყვარს ბურთის მუდამ კონტროლი და შეტევა, მაგრამ ყოველთვის ერთნაირად არ ვთამაშობთ” – ახნსა მწვრთნელმა და დაამატა, რომ სამწვრთნელო შტაბს “გარდა გეგმა “ა”–სი აქვს გეგმა “ბ”, “ც” და “დ”… ჩვენ ვიცით, თუ როგორ გვსურს გამარჯვება” – დაასრულა ტიტომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში