კატალონიის “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ესპანელ დავიდ ვილიასა და არგენტინელ ლიონელ მესის შორის არანაირ კონფლიქტებს არ ააქვს ადგილი. იტყობინება ესპანური პრესა.
“მესი და ვილია ერთმანეთის წინააღმდეგ არ არიან განწყობილნი, მათ შორის არანაირი პრობლემები არ არსებობს. “ბარსელონაში” ამჟამად არაჩვეულებრივი ატმოსფერო სუფევს და ყველაფერიც რიგზეა გარეთაც და გუნდის შიგნით.” – ციტირებს სუბისარეტას სიტყვებს გავლენიანი გამოცემა AS.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში პრესაში ხშირად არის მესისა და ვილიას კონფლიქტი განხილვის თემა, თუმცა არაერთხელ დადასტურდა, რომ ყველა გავრცელებული ინფორმაცია ჭორია.
