“სელტიკის” ნახევარმცველმა, ვიქტორ ვანიამამ საკუთარი აზრი დააფიქსირა “ბარსელონასთან” (2:1) გამარჯვების შემდეგ.
“გამარჯვება განსაკუთრებულად არ აგვიღნიშნავს. მე ფორთოხლის წვენი დავლიე და ეს სრულად საკმარისი იყო. შეგრძნება, რომელიც “ბარსელონას” კარში გატანილი გოლის შემდეგ ვიგრძენი აღუწერელია. ასეთი რამ ცხოვრებაში არასდროს გამომიცდია. ეს უკეთესი იყო, ვიდრე სექსი” – განაცხადა ვილიანამ “Het Nieuwsblad”–თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ “სელტიკ პარკზე” “სელტიკმა” 2:1 დაამარცხა “ბარსელონა”.
