პორტუგალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ”ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების ლიდერთან, ლეო მესისთან მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა აქვს.
”მესი დიდებული მოთამაშეა. ჩემი ურთიეერთობა მასთან პროფესიონალურ ზღვარს იქით არ გადის, ისევე როგორც სხვა მოთამაშეებთან” – რონალდუს სიტყვებს ”beIN sport” ციტირებს.
”მე არ ვმეგობრობ მესისთან, რადგან სხვადასხვა კლუბებში ვთამაშობთ, თუმცა მას ვაფასებ, როგორც გამორჩეულ სპორტსმენს. ჩვენს შორის უთანხმოება არასდროს ყოფილა. დიახ, პრესა ბოლო 5 წელია მუდამ ჩვენ გვადარებს, თუმცა ამას ვერაფერს ვუზამთ”.
