“სელტას” მთავარმა მწვრთნელმა, პაკო ერერამ “ბარსელონას” წინააღმდეგ სტუმრად მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი ცდილობდა ბურთი ეკონტროლებინა რაც შეიძლება დიდ ხანს. იტყობინება ესპანური პრესა.
სტუმრები 1:3 დამარცხდნენ კამპ ნოუზე.
“მთელი 90 წუთის განმავლობაში მატჩის სცენარი ფაქტიურად ერთი იყო, მასპინძლები ცდილობდნენ მთელი ძალებით გადმოსულიყვნენ ჩვეს საჯარიმოში, ჩვენ კი ვცდილობდით, რომ თავისუფალი ზონები ჩაგვეკეტა. ამის გარდა ძალიან ვეცადეთ ბურთი რაც შეიძლება დიდ ხანს გვეკონტროლებინა. ჩემი ფეხბურთელები ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება კარგად ეთამაშათ თუმცა შედეგს ვერ მივაღწიეთ. მინდა ავღნიშნო ასევე “ბარსას” მესამე გოლი, რომელიც თამაშგარე მდგომარეობიდან იქნა გატანილი მე არ მინდა ამ საკითხს დავუბრუნდე რადგან, რთული სათქმელია, რომ ჩვენ 2:1-ის შემდეგ თამაშში დაბრუნდებოდით.” – განაცხადა ერერამ.
