დღეს დილით ანტონელა, ლეო მესის მეუღლე ”ნოუ კამპთან” მდებარე საავადმყოფოში, ”Hospital USP Dexeus”-ში მივიდა, სადაც მსოფლიოს ტიაგო მესი მოევლინება. მეუღლეს თან ახლდა ლეო მესი, რომელიც ბავშვის დაბადებამდე ანტონელას გვერდით იქნება.
როგორც იქნა მოვიდა დრო, რომელსაც ლეო მესიმ არაერთხელ უწოდა ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მომენტი. ”elmundodeportivo”-სთან მიცემულ ინტერვიუში ტიაგოს შესახებ მესიმ განაცხადა: ”არ ვნერვიულობ, მაგრამ ვღელავ”.
ანტონელას და ლეოს თან ახლობლები ახლდნენ, რომლებიც უკვე ორი კვირაა ბარსელონაში იმყოფებიან და ტიაგო მესის დაბადებას ელიან.
