მიუხედავად იმისა, რომ “ბარსას” არგენტინელმა ვარსკვლავმა მსოფლიო ფეხბურთში მაღალი სტანდარტები დაამკვიდრა, კრიტიკოსები ჯერ კიდევ ჰყავს.
ლიონელ მესიმ ბოლო ინტერვიუში თავის უფროს შვილზე, ტიაგოზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ტიაგო მამის აქტიური მაყურებელი და შენიშვნების მიმცემია.
“წაგებული მატჩების შემდეგ მათი განხილვა ყოველთვის რთულია, თუმცა ტიაგო ყოველთვის მაიძულებს ვისაუბრო და ავხსნა, თუ რა მოხდა”, – ამბობს მესი Sport-თან საუბრისას.
“ტიაგო ყველაფერს თვალს ადევნებს, შეკითხვებს სვამს და რჩევებს მაძლევს, როდესაც საქმეები ბოლომდე კარგად ვერ მიდის. დიახ, დიახ, მისგან კრიკატიკასაც ვიღებ ხოლმე!”
შეგასხენებთ, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ლეოს ანგარიშზე 19 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

ეუროსპორტი ასე არ ფიქრობა: "В этом сезоне Месси настрелял уже 19 мячей в 19 матчах и сделал еще и 12 ассистов в Примере-2018/19" https://www.eurosport.ru/football/liga/2018-2019/story_sto7120688.shtml
ამ ინტერვიუში უფრო ბევრი რამ ილაპარაკა მესიმ და ეს იყო 2018 წელს
წლევანდელი მაინც ყოფილიყო😂😂😂
რა საინტერესოა რას ეუბნება
ეს ძველია ადმინ ნუ აბოლებ ხალხს
19 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიამატა და ახალი სტატია გაჩითა საღოს თუმცა ამასაც მოფიქრება ჭირდება
ჯანსაღი კრიტიკა
