კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზდრა ფეხბურთელი, ისააკ კუენკა ამ დრომდე ვერ ახერხებს მოედანზე დაბრუნებას. იტყობინება Marca.
კუენკა, რომელიც უკანასკნელი ხუთი თვეა მუხლის ტრავმის მოშუშებას ანდომებს ამ დრომდე ვერ ახერხებს აღდგენას და მოედნის გარეთ რჩება.
აქამდე მოლოდინი იყო, რომ კუენკა ოქტომბერის მიწურულს მოახერხებდა დაბრუნებას. მაგრამ აღდგენითი პროცესი კვლავ გაჭინაურდა, ამიტომ ფეხბურთელს კიდევ ერთი თვე სჭირდება.
“ბარსელონას” პირველ გუნდში 21 წლის ფეხბურთელმა 33 მატჩის ჩატარება მოახერხა. მან 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.


