”ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ხერარდ პიკე კვლავ ტრავმირებულია. ფეხბურთელმა დაზიანება 19 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგისი შეხვედრაში, მოსკოვის ”სპარტაკთან” მატჩში მიიღო.
მაშინ ვარაუდობნენ, რომ 25 წლის ესპანელი მოედანს 2-3 კვირაში დაუბრუნდებოდა, თუმცა უკვე თვენახევარი გავიდა, ფეხბურთელი კი კვლავ ვერ ახერხებს თანაგუდნელებთან ერთად ვარჯიშს.
ამგავარდ ხერარდ პიკე ”ბარსელონას” პრიმერას მე-10 ტურის შეხვედრაში, ”სელტასთან” მატჩში ვერ დაეხმარება, ასევე დიდი კითხვნის ნიშნის ქვეშაა მისი თამაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, სადაც ”ბარსა” ”სელტიკს” დაუპირისპირდება.
