– ბევრი საუბარი არის თქვენს დიეტაზე. გვითხარით რას ჭამთ?
– ნამდვილად, საუბრობენ ბევრს, მაგრამ სენსაციურს არაფერს ვაკეთებ. დიახ, რაღაცეებში თავის შეზღუდვა მიწევს. თევზის ჭამა კი ბლომად მიწევს.
– კომპილმენტები მესის მისამართით ხშირად ისმის, თითქმის მთელი დღე. როგორ უმკლავდებით წარმატების გამოცდას?
– ძალაინ ადვილად: საკუთარ თავს თავად ვაკრიტიკებ. დარწმუნებული ვარ, რომ მესის ყველაზე დიდი კრიტიკოსი მესია. დამიჯერეთ, ყველაე უკეთ ვიცი როდის ვთამაშობ კარგად და როდის ცუდად.
– როცა ბურთს ღებულობთ, წინასწარ ფიქრობთ რას გააკეთებთ თუ ეს ბუნებრივად ხდება?
– თავდაპირველად საუკეთესო ვარიანტს ვირჩევ, რათა ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მივიტანო, შემდეგ კი ყველაფერი თავისით ხდება.
– ბევრ დროს ატარებთ დარბაზში?
– ყოველთვის ვმუშაობ ჩემს სუსტ მხარეებზე, რათა ტრავმები ავირიდო და ფიზიკურად მზად ვიყო. ამავდროულად მთელ თავისუფალ დროს დარბაზში არ ვატარებ. როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს მე ეს დიდ სიამოვნებას არ მანიჭებს.
– ბოლო დროს ნახევარდაცვაში ძალიან ხშირად იწევთ, ეს ასეა?
– ყველაფერი კონკრეტულ შეხვედრაზეა დამოკიდებული. ხანდახან უფრო სიღრმეში ვიწევ, რათა ხშირად მივიღო ბურთი, ნახევარმცველებთან ერთად მონაწილეობა მივიღო შეტევის ორგანიზებაში, ხანდახან კი ეს საჭირო არ არის.
– თქვენ და კრიშტიანუ რონალდუს ხშირად გადარებენ…
– ჟურნალისტები ყველა შესაძლო მომენტში გვადარებენ. მათ სურთ, რომ ყველაფერში გავეჯიბროთ ერთმანეთს. ამისგან ცოტათი დავიღალე. მე არ მაინტერესებს რას აკეთებს და რას გრძნობს რონალდუ.
