მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: ”შვილებს ვეტყვი, რომ მესისთან ერთად ვთამაშობდი”

პიკე: ”შვილებს ვეტყვი, რომ მესისთან ერთად ვთამაშობდი”

 

”ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ თანაგუნდელ ლეო მესის ”ოქროს ბუცის” მოგება მიულოცა. არგენტინელს ეს ჯილდო გუშინ გადაეცა.

 

”ჩემს შვილებს ყოველთვის ვეტყვი, რომ მესისთან ერთად ვთამაშობდი – მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშესთან. ვულოცავ ლეოს” – განაცხადა პიკემ.

 

შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ 50 გოლი გაიტანა და მოიპოვა ”ოქროს ბუცი”, მან კრიშტიანუ რონალდუს 4 ბურთით აჯობა. მესიმ ეს ჯილდო ასევე 2010 წელსაც მოიგო. მაშინ არგენტინელ მოთამაშეს ამ ტიტულის მოსაპოვებლად 34 გატანილი გოლი ეყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში