სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე “ალავესის” მთავარ მწვრთნელს, ხოსე კარლოს გრანეროს სჯერა, რომ ესპანეთის თასის პირველ ტურში “ბარსელონას” დაამარცხებს და შემდეგ ეტაპზე გავა.
“თუ ჩვენ მოედანზე უიმედოდ გავალთ, მაშინ აუცილებლად დავმარცხდებით და არაფერი გამოგვივა. ჩვენ უბრალოდ სიამოვნება უნდა მივიღოთ ისეთ მეტოქესთან თამაშით როგორიც, “ბარსელონაა” და აუცილებლად უნდა ვეცადოთ გავიმარჯვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩვენ უბრალოდ განადგურება გველის.
მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ. ჩემი დავალება იმაში მდგომარეობს, რომ ჩემს ფეხბურთელებს მოვუწოდო საკუთარი ძალების სჯეროდეთ და თავდაჯერებულნი იყვნენ. რა თქმა უნდა მათ ესმით, რომ “ბარსელონას” დამარცხება ურთულესი დავალებაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია” – განაცხადა სპეციალისტმა.
