მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რაიოსთან” მატჩში მესის კარიერაში 300 გოლი დაუგროვდა

“რაიოსთან” მატჩში მესის კარიერაში 300 გოლი დაუგროვდა

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, პრიმერას მე-9 ტურის მატჩში “რაიოს” წინააღმდეგ 2 გოლის გატანა მოახერხა, პირველი გატანილი გოლის შემდეგ კი კარიერაში მესის 300 გოლი დაუგროვდა. 

 

არგენტინელმა კარიერის მანძილზე 419 მატჩის ჩატარება მოახერხა, “ბარსელონაში” და ეროვნულ ნაკრებში. “ბარსელონას” მაისურით მესიმ უკვე 269 გოლის გატანა მოახერხა ეროვნულ ნაკრებში კი მეტოქის კარი 31-ჯერ დალაშქრა. 

 

გუშინდელი მატჩის შემდეგ, რომელიც “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა 5:0,  მესიმ თავისი 44-ე გოლის გატანა მოახერხა მიმდინარე წლის კალენდრით. ამ მაჩვენებლით მან პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს გაუსწრო, რომელსაც 2011 წელს ჰქონდა 43 გოლი გატანილი. 

 

25 წლის მესიმ, უკანასკნელ მატჩში დუბლი გაიფორმა, ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში კი მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. არგენტინელის ანგარიშზე ჩემპიონატში 182 გოლია, ამ მაჩვენებლით ის “სევილიას” ყოფილ ფეხბურთელს წარსულში ცნობილ ხუან არსუს გაუთანაბრდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში