მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა:”ნეიმარი ამჟამად “სანტოსის” ფეხბურთელია”

სუბისარეტა:”ნეიმარი ამჟამად “სანტოსის” ფეხბურთელია”

კატალონიის “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა, ინფორმაციის თანახმად “ბარსელონას” წინასწარ 10 მილიონი ჰქონდა “სანტოსისთვის” გადახდილი. სუბისარეტამ კი ინფორმაცია უარყო – იტყობინება ესპანური პრესა.

 

“ნეიმარი – “სანტოსის” ფეხბურთელია. მე არ შემიძლია მომავლის წინასწარმეტყველება და იმის თქმა, რომ ნეიმარი ოდესღაც “ბარსელონას” მაისურით ითამაშებს. ჩვენ ხშირი კონტაქტი გვაქვს “სანტოსთან”, რაც შეეხება იმ გავრცელებულ ფინანსურ ინფორმაციას მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, ბრაზილიელი ნეიმარი ამჟამად “სანტოსის” ფეხბურთელია.” – ციტირებს სუბისარეტას სიტყვებს გამოცემა AS. 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში