workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუნდი მადრიდშია

გუნდი მადრიდშია

 

გუნდის თვითმფრინავი ”ელ პრატის” აეროპორტიდან 11:15 საათზე გაფრინდა, ხოლო მადრიდში შუადღით დაეშვა, სადაც გუნდი დღეს ”რაიო ვალეიკანოს” დაუპირისპირდება. ესპანეთის დედაქალაქში გუნდის კარგი ტემპერატურა – 14 გრადუსი დახვდა. კლუბის დილეგაციას ვიცე-პრეზიდენტი, ჟორდი კარდონერი, დირექტორი, ჟორდი მოიჩი და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა ხელმძღვანელობდნენ. კლუბის წევრები, ჟოან ბლადე და პილარ გინოვარტი მადრიდში ღამით ჩავლენ.

 

მადრიდში ჩაფრენისთანავე გუნდი სასტუმრო ”Eurostars Madrid Tower”-ში დაბინავდა, სადაც ფეხბურთელები შეხვედრის დაწყებამდე დაისვენებენ. აქვე შეგახსნებეთ, რომ შეხვედრა ”რაიოსა” და ”ბარსელონას” შორის დღეს, 23:55 საათზე დაიწყება.

 

სურათები:
 


 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward