”ბარსელონა” გუნდის კაპიტანთან, კარლეს პუიოლთან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს, გვამცნობს ”El Mundo Deportivo”.
კატალონიური კლუბი 34 წლის ცენტრალურ მცველს ხელშეკრულების 1 წლის გახანგრძლივებას სთავაზობს, რომლის კვლავ 1 წლით გაგრძელება თავად კარლესის მზადყოფნაზე იქნება დამოკიდებული. პუიოლი ამ პირობებზე დათანხმებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის კონტრაქტს ვადა წლის ბოლოს გასდის.
ასევე აღსანიშნა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ”ბარსელონა” ფეხბურთელს კლუბის სტრუქტურაში მუშაობას შესთავაზებს.
