ხერარდ პიკე ძალიან კმაყოფილი სეზონის სტარტით. კატალონიელები ლიდერობენ შიდა ჩემპიონატს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს. პიკე მიიჩნევს, რომ ”სეზონის უკეთესად დაწყება შეუძლებელი და წარმოუდგენელი იყო. სტარტი ძალიან კარგი გამოგვივიდა. ჩვენ ბევრ შეხვედრაში გავიმარჯვეთ და ლიდერები ვართ. რაც სიმართლეა, სიმართელა – ჩვენ ბევრ შეხვედრაში მოგვიწია ბოლო წუთებამდე ბრძოლა, მაგრამ გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს” – განაცხადა ფეხბურთელმა გულშემატკივრებთან საუბრისას, რომელიც ”Google+”-მა მოაწყო.
ოპტიმისტურად უყურებს გუნდის მომავალს
მცველი ასევე ოპტიმისტურად უყურებს მომავალ შეხვედრებს: ”გუნდში კარგი ურთიერთობაა და ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგ სეზონს ჩავატარებთ” – განაცხადა მან. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, პიკე მიიჩნევს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის მნიშვნელოვანი შოტლანდიაში გასამართი მატჩი იქნება: ”თუკი ჩვენ შეგვეძლება 3 ქულის აღება, მაშინ აუცილებლად მოვიპოვებთ”.
პროგრესი აღდგენაში
ტრავმის შესახებ პიკემ განაცხადა, რომ ”თავს კარგად ვგრძნობ, გაცილებით უკეთ”. მან აღდგენის დეტალებზე ისაუბრა: ”ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ”რეალთან” მეთამაშა, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გაგვერისკა. როცა ფეხი მწყობრში იქნება, მაშინ ვარჯიშს განვაახლებ” – დაგვარწმუნა მან. შეგახსნებთ, რომ პიკემ ტრავმა ”სპარტაკთან” მატჩში მიიღო და ბოლო 7 შეხვედრა გამოტოვა.
”ბედნიერია პირად ცხოვრებაში”
ბოლოს პიკემ პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა: ”ბედნიერებისთვის ბევრი მიზეზი მაქვს. მე ვთამაშობ ”ბარსაში”, რაც ყოველთვის ჩემი ოცნება იყო და როგორც ფეხბურთელი ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესს პერიოდს გავდივარ. მე მყავს მეწყვილე და ოჯახი, რომლებიც მიყვარს და მათაც ვუყვარვარ. ამასთანავე მალე მამა გავხდები. მე ძალიან გამიმართლა და ყოველი მომენტით უნდა ვისიამოვნოთ” – განაცხადა ჟერარდ პიკემ.
