მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

შოტლანდიური “სელტიკის” კიპერმა, ფრეიზერ ფორსტერმა ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” მარცხის შემდეგ (1:2),  გუნდის გამოსვლა შეაფასა. 

 

“მე ეხლა უბრალოდ განადგურებული ვარ, ისევე როგორც ბიჭები. მატჩი ძალიან ცუდად დასრულდა, ეს იყო ჩვენთვის ყველაზე უარესი შედეგი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ცუდია, რომ ყველაფერი ასე შემოტრიალდა. 

 

ჩვენ ძალიან დიდ სირთულეს გავუძელით მეტოქის მხრიდან 90 წუთის განმავლობაში. შედეგის მიღწევამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა, ჩვენ ვერ შევძელით გავმკვლავებოდით ფლანგიდან ორგანიზებულ შეტევას და ჩაწოდებას და გოლიც მივიღეთ. 

 

 მე მატჩში რამდენიმე კარგი სეივი განვახორციელე, მაგრამ ჩემთვის უმჯობესი ფრე იქნებოდა” – ციტირებს ფორსტერის სიტყვებს  Sky Sports.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში