ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, კარლოს დუნგა ბრაზილიური “სანტოსის” ფორვარდს, ნეიმარს ურჩევს, რომ არ იჩქაროს ევროპაში წასვლა. დუნგას აზრით ნეიმარმა ევროპას რამდენიმე წელიწადში უნდა მიაშუროს.
“ის არ უნდა წავიდეს ევროპაში ახლა, მას შეუძლია ეს რამდენიმე წელიწადში გააკეთოს. ამ მომენტისთვის ნეიმარი ბრაზილიაში საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ის ჯერ სათანადოთ უნდა იყოს მზად. რა თქმა უნდა უმეტესწილად სწორედ მასზეა დამოკიდებული აიღებს თუ არა ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. თუ იგი ახლავე გადავა ევროპაში მას მოუწევს შეეგუოს იქაურ მოთხოვნებს, ამან კი შესაძლოა სერიოზული დარტყმა მიაყენოს მის ფორმას. მისთვის მთავარია წარმატებულად გამოვიდეს საშინაო მსოფლიო ჩემპიონატზე 2014 წელს, ამიტომ უმჯობესია ბრაზილიაში დარჩეს” – დაასრულა დუნგამ.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარის შეძენის მთავარი პრედენდენტი კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “რეალია”.
