workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”სელტიკი”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

”ბარსელონა” – ”სელტიკი”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

 

”ნოუ კამპზე” ტიტო ვილანოვამ გუშინ პრეს-კონფერენცია გამართა. მწვრთნელი ”სელტიკთან” გასამართი შეხვედრისთვის ემზადება, რომლის წინაც გუნდმა დიდი ძალები დახარჯა ”დეპორტივოსთან” შეხვედრაში. ”ახლა ყველაზე მეტად იმაზე ვღელავ, თუ როგორ აღიდგენს ჩემი გუნდი ძალებს შაბათის მატჩის შემდეგ” -ახსნა მან. შოტლანდიელების დამარცხების შემთხვევაში ”ბარსა” ჯგუფიდან გასვლასთან ძალიან ახლოს იქნება: ”ჩემპიონთა ლიგის საშინაო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გასვლა გაგვიოლდება” – განაცხადა ტიტომ.

 

ვილანოვამ მეტოქე გუნდის თამაში ასე დაახასიათა: ”ისინი საკუთარ შანსს დაცვაში დაელოდებიან და შეეცდებიან კონტ-შეტევის განხორციელებას. ჩვენ ვიცით, თუ როგორი სახიფათონი არიან ისინი”. მწვრთნელს ასევე ახსოვს, რომ შოტლანდიელებმა დაამარცხეს ”სპარტაკი” და ფრედ ითამაშეს ”ბენფიკასთან”.

 

დანაკარგები დაცვის ცენტრში

 

სერხიო ბუსკეტსი დისკვალიფიცირებულია, რომელიც დაცვის ტრავმირებულ მოთამაშეების დიდ არმიას შეუერთდა. ტიტო კი შორსაა წუხილისგან და იღებს ამ ვითარებას: ”ეს ისაა, რაც არის. გუნდი ამას გაუმკლავდება” – განაცხადა მან. ასევე მან განაცხადა, რომ პიკე, პუიოლი და ალვესი ”სელტიკთან” ვერ ითამაშებენ, ასევე საეჭვო მათი ასპარეზობა ”რაიო ვალეიკანოსთან” მატჩში.

 

მწვრთნელი არ ფიქრობს, რომ ბოლო დროს გაშვებული ბევრი გოლი დაცვიში არსებული საკადრო პრობლემების ბრალია: ”დანაკარგები ყველაფერს არ ხსნის. ყველა ვინც გუნდში თამაშობს უმაღლესი კლასის მქონეა. ”დეპორტივოსთან” მატჩში გაშვებული გოლები თამაშის მიმდინარეობამ გამოიწვია”. მწვრთნელმა ასევე ვიქტრო ვალდესი დაიცვა: ”არ ვფიქრობ, რომ მას შეეძლო ამ ეპიზოდებზე დიდად მოქმედება. მისი კლასი ეჭვებს არ იწვევს”. ასევე მან შეგვახსენა, რომ მისმა გუნდმა ყველაზე მეტი (33 გოლი) გაიტანა ამ სეზონში, რაც გაშვებულ გოლებს აბალანსებს, თუმცა მას ურჩვენია, რომ ”გავიმარჯვოთ მინიმალური სხვაობით, ოღონდ არ გავუშვათ გოლი”.

 

მესი – ”ოქროს ბურთის” მოგების კანდიდატი

 

ლეო მესი ”რიასორზე” გამართული მატჩის ერთ-ერთი გმირი იყო, სადაც ჰეთ-ტრიკი შეასრულა. გამოკითვა, რომელიც ამ ჯილდოს მფლობელს გამოავლენს ძალიან მალე ჩატარდება. ვილანოვა არ მიიჩნევს, რომ ლეო მხოლოდ შაბათს ჩატარებული მატჩის გამო მოხვდება ჯილდოს მოგების კანდიდატთა სიაში. ”ის ამ ჯილდოს არა ”დეპორტივოსთან” ჩატარებული მატჩისთვის, არამედ მთელი სეზონისთვის იმსახურებს” – განაცხადა ტიტომ. ასევე მან განაცხადა, რომ ლეო მხარდასაჭერად არავითარი კამპანია არ მოეწყობა, რადგან კლუბში მიიჩნევენ, რომ ”არ არსებობს ისეთი ფეხბურთელი, რომელის მოედანზე იმას გააკეთებს, რასაც ლეო აკეთებს”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward