workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთი–პორტუგალია. ფეხბურთელები მატჩის წინ

ესპანეთი–პორტუგალია. ფეხბურთელები მატჩის წინ

როგორც მოგეხსენებათ, დღეს იმართება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო 1/8 ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებები გაეჯიბრებიან. ორივე გუნდის ფეხბურთელები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და სჯერათ საკუთარი თავების. ახლა კი გთავაზობთ მათ მიერ მატჩის წინ გაკეთებულ კომენტარებს.

ჩავიერ ერნანდესი

“მე ძალიან კარგად მახსოვს რას გვეუბნებოდა გვარდიოლა რონალდუზე. იგი გვეუბნებოდა, რომ კრიშტიანუს არ უნდა მივცეთ ბურთის მიღების უფლება მოედნის ცენტრში იმიტომ, რომ იგი ძალიან სწრაფია და შეუძლია თვითონვე, მარტომ შემოგვიტიოს. თუკი პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელი მიიღებს მოკლე პასებს, მაშინ ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს. ვფიქრობ, რომ “რეალთან” მატჩის დროს, “ბარსელონას” მცველები შესანიშნავად გაუმკლავდნენ მას.”

ფერნანდო ტორესი

“ძალიან ძნელია ოპერაციის შემდეგ ისევ ფორმაში ჩადგომა. 2 თვის წინ მე გამიკეთდა ოპერაცია და ჯერჯერობით ვერ დავუბრუნდი იმ ფორმას, რაშიც მანამდე ვიყავი. თავს უფრო და უფრო კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ მხოლოდ ჩემი გუნდის დახმარებაზე. ვილა– ერთ–ერთი მათგანი, ვინც ყოველთვის ცდილობს გაიტანოს გოლი. მას მოედნის ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია შესანიშნავი დარტყმა განახორციელოს. იგი ყოველთვის აწუხებს მოწინააღმდეგე მეკარეს თავისი დარტყმებით. მცველებს არ შეუძლიათ გააჩერონ ვილა. დავიდს სჭირდება მხოლოდ 4 გოლი, რათა გაიმეოროს რაულის რეკორდი და მე მჯერა, რომ იგი ამას მოახერხებს. პორტუგალიას ძალიან კარგი ნაკრები ყავს. იქ თამაშობს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ რათა არ წააგონ. მათ მაინც და მაინც კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, თუმცა ჯგუფური თამაშების დროს ძალიან კარგად ვნახეთ თუ რა შეუძლიათ ჩვენს მოწინააღმდეგეებს. პორტუგალიას შესანიშნავი თავდამსხმა ყავს და ისინი შეეცდებიან კონტრშეტევებზე თამაშს. ჩვენ მათ ამის უფლება არ უნდა მივცეთ.”

დავიდ ვილა

“პორტუგალია დაკომპლექტებულია ძალიან კარგი ფეხბურთელებით. იქ თამაშობენ შესანიშნავი თავდამსხმელები. სწორედ ამის გამო მათ ჯერ გოლი არ გაუშვიათ. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენს სტილში: ვაკონტროლოთ ბურთი და ვმართოთ თამაში. თუკი გვექნება საგოლე მომენტი, ვფიქრობ რომ აუცილებლად გამოვიყენებთ.” 

სიმაუ საბროზა

“ჩვენ უნდა ვიყოთ აგრესიულები თუ გვინდა ესპანეთის დამარცხება. აუცილებელია, სწრაფად გავიტანოთ გოლი და ვაჩვენოთ თუ რა შეგვიძლია. ესპანელებს პატივს ვცემთ, თუმცა მათი არ გვეშინია ამ გუნდს უყვარს ბურთის კონტროლირება და ძალიან ცოტა სუსტი წერტილი აქვს. დღეს უნდა ვიყოთ საუკეთესოები და ვეცადოთ მოწინააღმდეგის ნაკრების დამარცხება.”

წყარო: sports.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში