workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვეშმა მერვედფინალში 90 წუთი ითამაშა

ალვეშმა მერვედფინალში 90 წუთი ითამაშა

“ბარსელონას” მცველმა, დანი ალვესმა გუშინ თავის ნაკრებთან ერთად აღნიშნა მეოთხედფინალში გასვლა. დანი მინდორზე პირველივე წუთიდან გამოვიდა და სრული მატჩი ჩაატარა. ბრაზილიამ ჩილეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა შეტევაში აგრესიული თამაშის წყალობით.
 ბრაზილიამ ძალიან ადვილად დაამარცხა ჩილელები, რომლებიც მატჩის პირველივე წუთებიდან ცდილობდნენ მათთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას,მაგრამ ეს წინააღმდეგობა ადვილად დაიმსხვრა. გოლები ჟუანმა, ლუის ფაბიანომ და რობინიომ გაიტანეს. სამხრეთ ამერიკელები მეოთხედფინალში ჰოლანდიელებს დაუპირისპირდებიან. ევროპელებმა მერვედფინალში სლოვაკები გამოთიშეს ასპარეზობას(2-1).

 ბრაზილია გოლებს სწრაფად იტანს
 დუნგას გუნდი სხვებისგან გამორჩეულია გოლების სწრაფად გატანით. პირველივე სახიფათო საგოლე მომენტი ჟუანმა გოლად აქცია. ყველაფერი მაიკონის ჩამოწოდებით დაიწყო და ჟუანმა გოლი თაურით შეაგდო. სამი წუთის შემდეგ, კაკას გამჭოლი პასი ლუის ფაბიანომ მიიღო, მეკარე ადვილად მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში მოათავსა.

 რობინიომ ჩილეს ტანჯვას ბოლო მოუღო
 მიუხედავად იმისა, რომ ჩილეს ნაკრებს ანგარიშის შეცვლის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, მაინც ბრაზილიელებმა გაიტანეს გოლი. რობინიომ დაასამარა ჩილელთა ოცნება მეოთხედფინალში გასვლისა. ალვეში, რომელმაც შორიდან ძლიერად დაარტყა, იყო ერთ-ერთი ყველაზე ახლოს გოლის გატანასთან. მეოთხედფინალი ბრაზილიასა და ჰოლანდიას შორის პარასკევს, 2 ივლისს, პორტ ელიზაბეტში გაიმართება.

 მატჩი
 ბრაზილია 3-0 ჩილე
 ბრაზილია: ჟულიო სეზარი, მაიკონი, ლუსიო, ჟუანი, ბასტოსი, ჯილბერტო სილვა, ლუის ფაბიანო(ნილმარი), კაკა(კლებერსონი), რობინიო(მელო), ალვეში, რამირესი.
 ჩილე: ბრავო, ფუენტესი, ისლა(მილარი), კონტრერასი(ტელო), კარმონა, სანჩესი, ვიდალი, სუაზო, გონსალესი(ვალდივია), ბეაუსეჟორი, ჯარა.
 გოლები: 1-0 ჟუანი 35′, 2-0 ფაბიანო 38′, 3-0 რობინიო 59′.
 მსაჯი: ჰოვარდ ვები.

წყარო: www.fcbarcelona.cat 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში