მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდანო: “ნეიმარს მოედანზე უფრო მეტი წარმოსახვა აქვს, ვიდრე რონალდუს და მესის”

ვალდანო: “ნეიმარს მოედანზე უფრო მეტი წარმოსახვა აქვს, ვიდრე რონალდუს და მესის”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ ბრაზილიური “სანტოსის” ვარსკვლავი ნეიმარი შეაქო მეტიც იგი რონალდუს და მესის გაუტოლა, იტყობინება ესპანური პრესა. 

 

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელ ტალანტს ბევრი ადარებს მსოფლიოს სხვა ვარსკვლავებს, თუმცა ვალდანომ იგი პირდაპირ ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს გაუტოლა. 

 

“ნეიმარი არის ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი წარმოსახვა აქვს მოედანზე. ის გამოირჩევა სხვა ფეხბურთელებისგან. რონალდუს გააჩნია ფიზიკური ძალა, მესი კი ბრწყინვალედ ფლობს ბურთს. ნეიმარი კი ათჯერ უვლის გვერდს მოწინააღმდეგეებს თავისი ბრწყინვალე დრიბლინგით და ათჯერვე სხვაგვარად და ეფექტურად” – განაცხადა ვალდანომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში