”ბარსელონას” ესპანელი თავდამსმხელის, დავიდ ვილიას მოთმინებას საზღვარი ეწურება.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ვილიამ განაცხადა, რომ ყველაფერი ესმის და ბოლომდე იბრძოლებს ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ასტურიელს სურს, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საშობაო შესვენებამდე მიიღოს.
ვილიას არ სურს გუნდში ატმოსფეროს დაძაბვა და ესმის, რომ სამწვრთნელო შტაბი მას გრძელვადიანი ტრავმის შემდეგ ნელ-ნელა აძლევს სათამაშო დროს, მაგრამ თუკი ის მუდმივად დარჩება სათადარიგო სკამის მოთამაშედ, მაშინ გუნდის გამოცვლაზე დაიწყებს ფიქრს.
