workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საკალათბურთო გუნდის პირველი შენაძენი: პეტროვიჩი

საკალათბურთო გუნდის პირველი შენაძენი: პეტროვიჩი

პეტროვიჩი ”რეგალ ბარსელონაში” 3 წლის განმავლობაში დარჩება, მან უკვე დამაკმაყოფილებლად გაიარა სამედიცინო შემოწმება. ის საკმაოდ კარგად დომინირებს ფარის ქვეშ. მისი სიმაღლე 2.17 სანტიმეტრია და 109კგ-ს იწონის. გასულ სეზონში მისი საშუალო მონაგარი ერთ მატჩში 8.4 ქულა იყო. ”ბარსელონა” ასევე იტოვებს უფლებას შეწყვიტოს გარიგება მეორე სეზონის დასრულების შემდეგ ამ კალათბურთელთან. კოსტა პეტროვიჩი ”ვალენსიას” 2008 წელს შეუერთდა. დღეს კი მან გააუქმა მოქმედი კონტრაქტი, რომელიც მომდევნო წელს იწურებოდა ”ვალენსიასთან” და ბლაუგრანელთა რიგებს შეუერთდა.

მსოფლიო ჩემპიონატი

პეტროვიჩი შეუერთდა ”ბარსას” იმ გრძელ კალათბურთელთა სიას, რომლებიც აგვისტოში მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას თურქეთში. დღეს კი ის გაემგზავრა და შეუერთდა სერბეთის ნაკრებს. სეზონის დასაწყისში კი პეტროვიჩი ”რეგალ ბარსელონას” მაისურს მოირგებს.  

წყარო: FCBarcelona.Com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში